მებადურების სოფლიდან – ქალაქ ბათუმამდე –ნაწილი II

ძველი ბათუმიძველი ბათუმის ცენტრად თამარის დასახლებაში არსებულ, თამარის ციხედ წოდებულ ბორცვს მიიჩნევს ზოგი მეცნიერი.

მე-19 საუკუნის დასაწყისში ბათუმი წარმოადგენდა პატარა, სოფლის მსგავს დასახლებას რომელიც ბათუმის ყურეს ახლომდებატე ტერიტორიეზე იყო განთავსებული. დანარჩენი ნაწილი ტყითა და გაუვალი ჭაობებით იყო დაფარული.

ვარაუდობენ, რომ ადრე ბათუმი ყოროლისწყლის შესართვათან მდებარეობდა, და იგი საძღვაო-საქალაქო პუნქტი იყო მე-18 საუკუნის ბოლომდე.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, მე-18 საუკუნეში ბათუმი პატარა ციხე-ქალაქი იყო  _ `ბათომი მცირე ქალაქი და ციხე კარგი”.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ქალაქმა სამხრეთით ზღვისპირა ყურეს მიმართულებით დაიწყო გადანაცვლება, რადგან მე. ყოროლისწყალის შესართვათან მოწყობილი ქალაქის ძველი ნავსაყუდელი პატარა გემებისთვის კი იყო საკმარისი, მაგრამ მაგრამ არა დიდი საზღვაო ხომალდებისთვის, მაშინ როცა სულ ახლოს, სამხრეთით მდებარეობდა ბუნებრივი ნავსაყუდელი.

ფრანგი კომერსანტი და დიპლომატი ვ. პეისონელი: მე-18 საუკუნის შუაწლებში ბათუმი მთავარი ნავსაყუდელი იყო სამხრეთ დასავლეთ საქართველოს და ახლაციხის.”

ბათუმის ციხე მე-19 საუკუნის 10 –იან წლებშიც განაგრძობდა ფუნქციონირებას. 1804 წლის ცნობებით, ბათუმის ციხეში 121 კაციანი ოსმალების გარნიზონი იდგა.

ფრანგი მოგზაური ადრიან დიუპრე. მან ბათუმში 1807 წელს იყო. იგი წერს, რომ ბატუმი მოზრდილი ზღვისპირა სოფელია 2 ათასამდე მცხოვრებით, მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველები და სომხები შეადგენენ, `აქა-იქ მიმოფანტული სახლებით იგი უფრო ვრცელ სოფელს წააგავს, ვიდრე ქალაქს. ბათუმი გაშენებული ძრვის სანაპიროზე. აქვს ერთადერთი ღია რეიდი აღმოსავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან. ღეიდი ღრმაა და ხომალდებისთვის ისეთივე უსაფრთხოა, როგორც საუკეთესო ნავსადგურები…. ბაზრის შესასვლელთან მხოლოდ ერთი, თხრილით შემოვლებული, უქვემეხო ქვის საძირკვლიანი და ხით ნაშენი კოშკი დგას. ბაზარში ორმოცდაათიოდე უხეირო დუქანია, სადაც აიფფასიანი საქონლით ვაჭრობენ. აქ შემოსული პატარა და დიდი ზომის ხომალდებს ძირითადად რკინა, მარილი, საპონი და ქსოვილი შემოაქვთ.”

დიუპრე ამბობს, რომ ბათუმის მოსახლეობა ვაჭრობასთან ერთად სოფლის მეურნეობას მისდევდა. მოჰყავდათ ხილი, მარცვლეული, ჭაობების წყალობით განსაკუთრებით უხვი იყო ბრინჯის მოსავალი.

დიუპრეს ჩანაწერების მიხედვით ქალაქი მდინარე ბათისიდან, (დღევანდელი ყოროლისწყალის შესართავი) ერთი კილომეტრით ყოფილა დაშორებული.

ქალაქს კომენდანტი მართავდა. დიუპრეს ცნობით, იგი ახლაციხის ფაშას ემორჩილებოდა. კომენდანტის სახლი დღევანდელ ბათუმ-გორას ტერიტორიაზე იდგა, ქვის კოშკით დაცული.

ბათუმის კომენდანტები ძირითადად შერვაშიძეები იყვნენ.

ბათუმის ახალი დასახლების ათვისების მიზნით ოსმალეთის ხელისუფლებამ 1807 წელს ნება დართო თურქ და ბერძენ ემიგრანტბს, 1866 წლიდან კი აფხხაზ მუჰაჯირებს, არენდით აეღოთ მიწის ნაკვეთები ქალაქის ტერიტორიაზე.

1826 წელს გამოცემული სულთანის ფირმანით, ბათუმის შემოსავალი არასი ათასი პიასტი ყოფილა, რაც დაახლოებით 18 181 რუბლს უდრიდა.

20-აიანი წლების ბათუმზე რამდენიმე ცნობას გვაწვდის თბილისში საფრანგეთის კონსული ჟ.ფ. გამბა, `მოგზაურობა ამიერკავკასიაში”, სადაც წერს: `თურქები ფლობენ ბათუმს. იგი მოხერხებული ნავსადგულია, სადაც 300 ტონა წყალწვის ხომალდები დაცულია ყოველგვარი ქარებისაგან. ბათუმში ვაჭრობენ გამხმარი თევზითა და ხიზილალით, ერთი გამხმარი საზანის ფასი 2-3 ფარაა. (ერთი ფარა უდრიდა რუსული კაპიკის ¼).

1836 წელს ბათუმში იყო ჩამოსული ცნობილი გერმანელი მეცნიერი და მოგზაური კარლ კოხი, გაზაფხული იყო, მაისი თვე. კოხი წერს, რომ ბათუმში `სიცოცხლე ჩქეფდა და ჭრელი ხალხი ირეოდა.” კოხის ცნობების ტანახმად, ბაზრობებზე სჭარბობდა სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ქართველი მოსახლეობა. `ისინი ერთი წარმოშობის იყვნენ და ერთ დიდ ხალხს, ქართველებს ეკუთვნოდნენ.”

ბათუმში დროდადრო იმართებოდა დიდი ბაზრობები. აჭარის, ნიგალის ხეობიდან და ლაზისტანიდან ჩამოსულ მოსახლეობას ბაზრობებზე სხვადასხვა ნაწარმი ჩამოჰქონდა, ჩამოჰყავდათ საქონელიც. კოხის მიხედვით, ვაჭრობაში უფრო მოხერხებულები ლაზისტანისა და ნიგალის ხეობის ქართველობა იყო: `ისინი თურქეთის სხვა მოსახლეობასთან შედარებით შეძლებულნი არიან და ვაჭრობის საქმე კარგად აქვთ დაყენებული” _ წერს კოხი.

ამ დროს ბათუმის ბაზარი ქალაქში ყველაზე ხალხმრავალ ადგილს წარმოადგენდა. ბაზარში იყო დუქნები, ყავახანები, თონეები, სადაც ლავაშები ცხვებოდა.

`აჭარლები საყოველთაოდ არიან ცნობილი სიმამაცითა და სილამაზით. მართალია, ისინი თურქეთის სულთანის ბატონობას სცნობენ, მაგრამ გადასახდელი ხარკის ოდენობას მუდამ თვითონ განსაზღვრავდნენ. იმ შემთხვევაში, თუ თურქები ამ ხარკს არ დასჯერდებოდნენ და მეტს მოითხოვდნენ, აჭარლები მიახვედრებდნენ ზოლმე თურქეთის ელჩებს, ხარკის წასაღებად თვითონ მთავარი მოვიდესო.”

მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსულმანი იყო, კოხი აღნნიშნავს, რომ მოსახლეობა მუსულმანობას უფრო ფორმალურად აღიარებდა, მათ მეტად ჰყვარებიათ ყვინო და `თუ ახლოს მოლა არ ეგულებოდათ, სიამოვნებით შეექცეოდნენ სასმელს.~

ო. სპენსერი, ევროპელი მოგზაური: `რუსეთს სურს პირველ შესაფერის სემთხვევაში იგდოს ხელთ ბათუმი. ღის სედეგადაც რედუტ-კალეს ნავსადგურისა და ფაზისზე ფოთის შენარჩუნებისთვის დახარჯულ ფულსა და შრომას ფასი აღარ ექნებოდა.”

Mე-19 საუკუნის 40 – იან წლებში რუსეთის არმიის ოფიცერი პროსკურიაკოვი 1842 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა ბათუმში.იგი წერს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობდა ქონგურებიანი გალავანი და დანგრეული ძველი ეკლესია. დღეს ვარაუდობენ, რომ ეს ეკლესია მდინარე ბარცხანის მარცხენა სანაპიროზე იყო.

Yურეს დასავლეთ ნაწილში ყოფილა ბაზარი რამდენიმე დუქნით, ბათუმის სანჯაყ-ბეგის სახლი, ინგლისის აგენტის სახლი და მეჩეთი. ეს სავარაუდოდო ახმედ ფაშას ჯამეა, რომლის ადგილად Dრეს ორთა ჯამე დგას. გადმოცემის თანახმად მეჩეთი თავის დროზე ახმედ ფაშა ხიმშიაშვილის მიერაა აგებული, რომელიც 1818 წელს აჭარის მმართველი გახდა, მოგვიანებით კი ახალციხისა და ყარსის ფაშაც.

რუსი ოფიცრის ცნობების თანახმად ამ პერიოდის ბათუმში 300- ზე მეტი სახლი და 2 ათასამდე მცხოვრები იყო. იგი მიუთითებდა, რომ ქალაის მცხოვრებნი დღემდე ქართულად ლაპარაკობენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველები შეადგენდნენ. Iგი წერს, რომ გამაჰმადიანების მიუხედავად ქალაქის ქართველი მოსახლეობა უფრთხილდება და კითხულობენ საეკლესიო წიგნებს, ზოგიერთს სახლში ხატიც აქვს, როგრც ქრისტიანული წარმომავლობის სახსოვარი…

ქალაქის შემოგარენი ჭაობითა და ჯაგნარით იყო დაფარული. `ჰავა ქალაქში თითქმის მთელი წლის მანძილზე მეტად მავნეა, ხოლო ზაფხულში მომაკვდინებელი ციება მძვინვარებს მთელი თავისი ულმოლობით. ამის გამო ფახფულობით ქალის მაცხოვრებლები ტოვებენ ქალაქს და მთებში მიდიან.”

მე- 19 საუკუნის 40 –იან წლებში ოსმალებმა აჭარაში `თანზიმათი” შემოიღეს, რაც ქართული წეს-ჩვეულებების მოსპობას და მის ნაცვლად ოსმალური წესების დანერგვას ნიშნავდა. ქალაქის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ბათუმი დატოვა და შედარებით უსაფრთხო ადგილებში იწყო გადასახლება, რის შედეგადაც დაახლოებით ათი წლის მანძილზე 2000 –ანი ქალაქი თითქმის განახვერდა. Oსმალებმა დაიწყეს ბათუმის კოლონიზაცია. ქალქში ოსმალეთიდან ჩამოსული არაქართული მოსახლეობა გამოჩნდა, ძირითადად ბერძნები და თურქები, მოგვიანებით სამშობლოდან გადმოხვეწილი აფხაზები და ჩერქეზები.

50- აინ წლებში ბათუმის პატარა ზღვისპირა დასახლება იყო, სადაც ოსმალთა სასაზღვრო ჯარები იდგა. 1853 წლის მონა\ცემებით ქალაქი რამდენიმე ქვის სახლის, ხის მეჩეთის, ქოხმახიებისა და სავაჭრო დუქნებისაგან შედგებოდა.

Qალქის ძირითადი ნაწილი ტყეებსა და ჭაობებს ეკავა. ჭაობებში მოსახლეობას ბრინჯი მოჰყავდა, ტყეში კი გარეული ნადირი დაძრწოდა.

გ. ყაზბეგის ცნობით, როცა რუსეტის კონსულმა ბათუმში, ჯუდიჩმა სახლის მშენებლობა დაიწყო, ამისათვის ტყის გაჩეხვა მოუხდა. `ჩემი სახლის ფანჯრებიდან ტახზე შეიძლებოდა ნადირობა” _ იგონებდა ჯუდიჩი შემდეგში.

ნანა კვაჭაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s