როგორ გადაურჩა ბათუმი აბანოების დახურვას

ბათუმის სანაპირო
„ბათუმის აბანოები საკმაოდ განიერი შენობებია, შესასვლელი წარმოადგენს ვრცელ დარბაზს, რომლის იატაკი მარმარილოთია დაგებული. კედლების ირგვლივ არის ლამაზი სვეტებით შემდგარი გალერეები. შუაში _ აუცილებლად შადრევანია.” _ წერს ალექსანდრე ფრენკელი, სამხედრო კორესპოდენტი, მე-19 საუკუნის 70 –იანი წლების ბათუმის აბანოებზე.
აბანოებს ძველ ბათუმში არა მარტო ჰიგიენური მოთხოვნილებების, არამედ დასვენების ფუნქციაც ჰქონდათ შეთავსებული. ქალაქის მოსახლეობას საკუთარი აბანოები არ გააჩნდა და აქაური მცხოვრებლები ძირითადათ საზოგადოებრივი აბანობით სარგებლობდნენ.
ბათუმის აბანოებს მოიხსენიებს რუსეთის პირველი ვიცე-კონსული პეტრე ჯუდიჩიც, რომელიც აღნიშნავს, რომ მე- 19 საუკუნის მეორე ნახევარში, ბათუმში სამი აბანო ყოფილა.
როგორი იყო აბანოები ბათუმში, სად მდებარეობდა და რა ფასად შეიძლებოდა აბანოში ნებივრობა და ვინ იყვნენ მათი მფლობელები? ამის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ბათუმის ისტორიის მკვლევარი, თემურ კომახიძე წიგნში `ქალაქ ბათუმის დაგეგმარებისა და განაშენიანების ისტორია.~ მისი ცნობებით, მე – 20 საუკუნის დასაწყისში, ბათუმში რამდენიმე აბანო იყო და მათი რამდენიმე მფლობელის ვინაობაც ცნობილია.
ე.წ. „ევროპული აბანო“ ხუსეინ ბეჟანიძეს უკუთვნოდა. აბანო ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობდა და ერთი ნომრის საფასური 80 კაპიკიდან ერთ მანეთამდე იყო. ასეთივე ფასად შეიძლებოდა ბანაობა „ზღვის აბანოშიც“, რომელიც კერძო მფლობელ ბოიაჯიანს ეკუთვნოდა და ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ყოფილი გორკის, თანამედროვე გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობდა მუნდოევის `ადჟის აბანო~, რომელსაც სულ ექვსი ნომერი ჰქონდა და მომსახურების ფასი 50 კაპიკიდან ერთ მანეთამდე იყო.

ყველაზე ძვირადღირებული `კონსტანტინეპოლის~ ნომრებში ნებივრობა ღირდა, სადაც კეთილმოწყობილი ნომრის ღირებულება მანეთსა და 20 კაპიკს აღწევდა. სხვა აბანოებთან შედარებით, უფრო დაბალი იყო ფასები აბანო `პეტერბურგში.“

ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად აბანოების რაოდენობაც იზრდებოდა. 1910 წლისათვის ბათუმში გამოჩნდა კიდევ რამდენიმე აბანო გამოჩნდა, მათ შორის, „ვენეცია“, რომელიც ყოფილი თათრის, ამჟამინდელ ხულოს ქუჩაზე, #14 მდებარეობდა. იმავე ქუჩის #8- ში კიდევ ერთი აბანო იყო _ `ფანტაზია~, სადაც ფასი ფასი 60 კაპიკიდან 1,50 მანეთამდე მერყეობდა. „ფანტაზიას“ საერთო ნომერიც ჰქონდა, სადაც ბანაობა მოსახლეობის ღარიბ ფენას 20 კაპიკად შეეძლო.
გარდა ამისა, ქალაქში იყო პატარა, ორ-სამ ნომრიანი აბანოებიც.
1909 წელს ქალაქის მმართველობაში აბანოების მფლობელებმა ასეთი განცხადებვა შეიტანეს: ` არ უნდა მტკიცება, რომ აბანოები ემსახურებიან ქალაქში მოსახლეობის სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას. ჭეშმარიტებაა ისიც, რომ რაც უფრო იაფი უჯდება მოსახლეობას აბანოთი სარგებლობა, მით უფრო იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობაც მტკიცდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საჭიროა აბანოებისთვის წყლის სარგებლიანობის ტაქსა შემცირდეს. ახალი წყალსადენის გამოყენებამდე ჩვენ ერთ ვედრო წყალში ვიხდიდით კაპიკის ერთ მეათედს, ამჟამად კი ვიხდით გაცილებით მეტს, _ ერთ მეექვსედს, რამაც აბანოს ხარჯთაღრიცხვა გაზარდა ორჯერ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ წყლის გადასახადი დაგვიტოვოთ ძველი ნიხრით.”
ამ განცხადების შეტანიდან მოკლე დროში ქალაქის მმართველობაში ქალაქის სანიტარული ექიმის წერილიც შევიდა, სადაც აღნიშნულია: `ყველასთვის კარგადაა ცნობილი თუ რა დიდი როლი ეკისრება აბანოებს სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში, ამიტომაც შემოვდივართ თხოვნით, საკითხი განხილული იქნას ქალაქის სათათბიროში, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა აბანო შეწყვეტს ფუნქციონირებას.“
აბანოთა მფლობელებისა და ქალაქის სანიტარული ექიმის განცხადებას ქალაქის მმართველობის მხრიდან რეაგირება მალე არ მოჰყოლია. ჩინოვნიკები განცხადებას რამდენიმე თვის მანძილზე განიხილავდნენ და 1910 წლის 30 აპრილის გამოვიდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ქალაქის აბანოებს ვედრო წყალზე გადასახადი, მათი მოთხოვნის თანახმად შეუმცირეს, ერთი ვედრო წყლისათვის ქალაქის აბანოების მფლობელები ისევ კაპიკის მეათედს გადაიხდიდნენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s