კავკასიური სამკუთხედი – საქართველო ბრიტანული ლუპის ქვეშ

ავტორი: ფრიდონ ქარდავა, საარქივო სამმართველოს

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

ურთულესი, ავბედითი, მაგრამ საინტერესო და დღემდე გაურკვეველი  ვითარება იყო 1918 წლის დასაწყისში საქართველოში, განსაკუთრებით კი ბათუმსა და აჭარაში. უძლიერესი და უდიდესი დამპყრობლური ტრადიციების მქონე იმპერიები მოსდგომოდა საქართველოს. თავდაცვისა და იმპერიებთან ბრძოლის უდიდესი ტრადიციების მქონე ქვეყანას მიწის პირისაგან აღგვას თუ არა, საკუთარ სტომაქში დროებით მოქცევას მაინც უპირებდნენ.

მეტად მნიშვნელოვანია ამ მხრივ ბრიტანეთის არქივებში მოპოვებული დოკუმენტების ასლები, რომლებიც აჭარის საარქივო სამმართველოში დამუშავებისა და მიმოხილვის პროცესშია. გვინდა, ციკლის სახით, ამ დოკუმენტების რამდენიმე ნიმუში შემოგთავაზოთ.

III  თავი

დამოუკიდებელი რესპუბლიკები ომის პერიოდში

1918 წელი, მაისი-ივნისი: სამშვიდობო ხელშეკრულება საქართველო-გერმანიას შორის

`1918 წლის მაისში თურქეთისა და გერმანიის დელეგატები ჩამოვიდნენ ბათუმში, საქართველოსთან და სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მიზნით. 8 ივნისს საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას გერმანიასთან, რომლითაც გერმანია აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, დახმარებას უწევდა საქართველოს ფინანსურად, მეგობრულ ურთიერთობას ამყარებდა საქართველოსთან და შემოჰყავდა თავისი ჯარები. გერმანია სამომავლოდაც გარანტორი ხდებოდა საქართველოსა და თურქეთს შორის მშვიდობის.

საჭირო იყო შესაბამისი ღონისძიების გატარება, რომ თურქეთს საქართველოს უფლება და ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. ბათუმიდან და სომხეთიდან თურქული ჯარების გადასაყვანად, თურქეთს საქართველოს რკინიგზა რომ არ გამოეყენებინა, ეს გერმანელებს უნდა უზრუნველეყოთ. საქართველოს, ამ მომგებიანი შეთანხმების საზღაურად, გერმანიისთვის მინერალურ წიაღისეულზე (Iნ რეტურნ ფორ ტჰესე სუბსტანტიალ ბენეფიტს Gეორგია წას ტო გრანტ Gერმანყ პრიორიტყ ინ მინერალ ცონცესსიონს)  პრიორიტეტი უნდა მიენიჭებინა. იმავე დღეს საქართველოს მთავრობამ და სომხეთის საბჭომ ხელი მოაწერეს ამ სამშვიდობო ხელშეკრულებას თურქეთთან.

 

გერმანელების საექსპედიციო ძალების განლაგება საქართველოში

ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გერმანიის ჯარები ფოთში შევიდნენ. იმავე დღეს თურქული ჯარი შევიდა თავრიზში, ჩრდილოეთ ირანში. ბრიტანული მისია კი გააძევეს თბილისიდან. მათი შტაბი გადაიტანეს ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც მისიის წევრები ბოლშევიკებმა დააპატიმრეს. ამ დროისთვის, ბრესტ-ლიტოვსკის ზავით, ბათუმი თურქეთს ჰქონდა ოკუპირებული.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობას მანამ არ მიუღია გერმანიის შეთავაზება, ვიდრე არ გამოაშკარავდა, რომ ალიანსი (ანტანტა ფ.ქ) მათ ამგვარ პირობას არ აძლევდა. (იგულისხმება გერმანია – საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტიები საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ფ.ქ.)

 

1918 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე თურქეთის მიერ სომხეთის ოკუპაცია

ამ ზავით თურქეთი ცნობდა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, მაგრამ ამის სანაცვლოდ სომხეთი ლმობიერად ეპყრობოდა თურქული საოკუპაციო ჯარის ყოფნას სომხეთში. შედეგად ბათუმიდან ბაქომდე გერმანელები გზას კეტავდნენ, ანუ თავის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას მხოლოდ თურქულ ჯარს აძლევდნენ. სხვა მხრივ თურქეთს მოჭრილი ექნებოდა გზა  აზერბაიჯანისკენ, რომელსაც ის თავის დასაცავ სივრცედ მიიჩნევდა.

 

გერმანელებმა აღკვეთეს თურქული ჯარების შემოსვლა საქართველოში

თურქული ძალები გადავიდნენ სომხეთსა და აზერბაიჯანში ბაქოს გამოკლებით და განათავსეს თავიანთი შტაბი ელიზავეტოპოლში, სადაც აზერბაიჯანის მთავრობა იჯდა. ბაქო ბოლშევიკებსა და სომხებს ერთად ეკავათ. მიუხედავად გერმანია-საქართველოს ხელშეკრულებისა, თურქები ცდილობდნენ ამ ოპერაციის დროს ძალები ბათუმიდან საქართველოს რკინიგზის გავლით გადაეყვანათ. გერმანელებმა ისინი ბათუმი-საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს.

უზუსტესი და ურყევი ქმედება, რასაც ატარებდა გერმანია უმნიშვნელო სამხედრო გადაადგილებების დროსაც კი (საქართველოსთან სამშვიდობო შეთანხმებისამებრ), იყო ის საყურადღებო ღონისძიება, რასაც ისინი მოელოდნენ ალიანსისაგან. ამას საქართველოდან თურქეთის განდევნა მოჰყვა. მთელი საომარი მოქმედებების განმავლობაში გერმანიის მიმართ ქართველი ხალხის განწყობა მადლიერების, დაფასებისა და სიმპათიების გამომხატველი იყო~.

მაშინ, როცა უდიდესი სახელმწიფო ედგა საქართველოს გვერდით, დაზავებული თურქეთი მაინც ცდილობდა შემოჭრას… თუნდაც ეს ისტორიული მაგალითი აშკარას ხდის, თუ რა მნიშვნელობა აქვს კეთილგანწყობილ მოკავშირეს, მით უფრო თუ ის წამყვანი სახელმწიფოა. შესაბამისად, სერიოზული გაფრთხილება და უშეცდომო პოლიტიკის გატარებაა საჭირო, თუნდაც მოკავშირესთან, დახლართულ, უსამართლო და დაუნდობელ საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s