ბათუმი – საგარნიზონო ქალაქი

ბათუმს, მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივ-სანავსადგურო პირობების გამო, ყოველთვის ჰქონდა სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოსა და მისი დამპყრობელი ქვეყნებისთვის.

ბათუმის სტრატეგიულ მდებარეობაზე (როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე გეოგრაფიული თუ სამხედრო თვალსაზრისით) მიუთითებდნენ ფრანგი მოგზაური ადრიან დიუპრე (1807), საფრანგეთის კონსული და მოგზაური ჟ. ფ. გამბა (1820-1824), რუსი დიპლომატი და მწერალი ალექსანდრე გრიბოედოვი (1828), გერმანელი მეცნიერი და მოგზაური კარლ კოხი (1836), ევროპელი მოგზაური ო. სპენსერი (1836), რუსეთის არმიის ოფიცერი ი. კროსკურიაკოვი (1842), იტალიის კონსული პ. ჟულიჩი (1856), თურქი მაიორი ოსმან ბეი (1855), რუსეთის ვიცე-კონსული  პ. ჟუდიჩი (1856), იტალიის კონსული მალმუზი (XIX-ს-ის 70-იანი წლები), ინგლისის კონსული ჯ. პალგრევი (1872), ფრანგი მოგზაური ჟან მურიე (XIXს 80-იანი წლები), ინგლისის კონსული ფ. გვარაჩინო, საზღვაო საქმის ცნობილი მკვლევარი ინჟინერი ნ. შავროვი, (1868), ი. კალფოღლუ (1905), ნიკო ნოკოლაძე (1872), დიმიტრი ბაქრაძე (1873), გიორგი ყაზბეგი (1874), სერგეი მესხი (1878), სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრე ფრენკელი (1879), სხვა მკვლევარები, საზოგადო მოღვაწეები და იმდროინდელი რუსული და უცხოური პრესა. ბათუმის შესანარჩუნებლად თუ დასაპყრობად თურქეთი და რუსეთი ომებს მართავდნენ.

ბათუმის დამპყრობლებს აქ ყოველთვის ჰყავდათ სამხედრო-საზღვაო ძალები. XVI საუკუნიდან ქალაქი სამხრეთ საქართველოსთან ერთად მიიტაცა ოსმალეთმა. ქალაქს დაუნიშნეს კომენდანტი, რომელიც ემორჩილებოდა ახალციხის ფაშას. XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქის კომენდანტები ბათუმში იყვნენ შერვაშიძეთა გვარის წარმომადგენლები: ქუჩუქ-ბეგ, სოსლან-ბეგ, მეჰმედ-ბეგ. ბათუმის ციხე ფუნქციონირებდა XIX საუკუნის 10-იან წლებშიც. 1804 წელს ბათუმის ციხეში იდგა თურქთა მცირერიცხოვანი, 121-კაციანი გარნიზონი და სამხედრო-საზღვაო ძალები. გარნიზონში ჯარისკაცთა რაოდენობა XIX საუკუნის რუსეთ-თურქეთის ომების დროს (1806-1829წწ) შეადგენდა 30 ათას კაცს, 15 სახაზო ხომალდს, 10 ფრეგატს, 18 კორვეტს, 100 პატარა გემს; 1828-1829 წლებში 10 ათას კაცს, 5 ხომალდს, 4 ფრეგატს, რამდენიმე პატარა გემს ჯერ 10-ათასიან, შემდეგ 36-ათასკაციან კორპუსს. სინოპთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ოსმალეთს შავ ზღვაზე ფლოტი აღარ ჰყოლია. ბათუმი, ფაქტობრივად, ზღვიდან დაუცველი იყო.

მალე ვითარება შეიცვალა.

თურქეთის დამარცხებით შეშფოთებულმა ინგლისმა და საფრანგეთმა 1854 წლის დასაწყისში შავ ზღვაზე შემოიყვანეს დიდი ფლოტი: 89 სახაზო ხომალდი, 245 გემი, 55 ფრეგატი, რამაც გადაწყვიტა ომის ბედი თურქეთის სასარგებლოდ (1853-1856); 50 ათას კაცს მხარს უმაგრებდა ოსმალეთის შავი ზღვის ფლოტი, 30 სამხედრო გემი. ომის დროს რუსეთის ფლოტის ეპიზოდური წარმატებები საკმარისი აღმოჩნდა ბათუმის დასაპყრობად.

მხოლოდ ჯერ სან-სტეფანოს, შემდეგ კი ბერლინის საზავო ხელშეკრულებით მოახერხა რუსეთმა ბათუმის დაკავება. ბათუმის ხელში ჩასაგდებად რუსეთს დასჭირდა დაახლოებით 80 წელი და თურქეთთან გამართული ოთხი ომი.

1878-1917 წლებში მეფის რუსეთს ბათუმში ჰყავდა მსხვილი შენაერთი, 1918 წლის აპრილ-დეკემბერში თურქეთმა კვლავ შემოიყვანა თავისი ჯარი ბათუმში, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1920 წლის ივლისის დასაწყისამდე ისინი შეცვალა ანტანტის ჯარმა.

1920 წლის 5 ივლისიდან კი ქალაქი დაიკავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარმა, თუმცა მათი ყოფნა აქ დიდხანს არ გაგრძელებულა.

1921 წლის 18 მარტს ბათუმში საბჭოთა არმიის ნაწილები შევიდა. აქედან მოყოლებული ბათუმში იდგნენ სხვადასხვა სამხედრო შენაერთები:

მე-9 მსროლელი დივიზია (1921-1942), შემდგომში (1922-1936) I კავკასიის მსროლელი დივიზია. დივიზია იცავდა საბჭოთა კავშირ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთს სარფიდან ხულომდე, ასრულებდა 46-ე არმიის სარდლობის სხვადასხვა დავალებას. სახელმწიფო საზღვრის დასაფარავად და შავი ზღვის სანაპიროს დასაცავად, დივიზიამ შეიცვალა დისლოკაციის ადგილი და გადაინაცვლა ქლუხორ-ტუაფსეს ზონაში, ხოლო საზღვრის ეს მონაკვეთი გადაეცა ბათუმის 51-ე გამაგრებული რაიონის ქვედანაყოფებს, შემდეგ ქართულ 392-ე მსროლელ დივიზიას. 1928 წლიდან მე-9 დივიზია ატარებდა საქართველოს ცაკის (უმაღლესი საბჭოს) სახელს;

წითელი არმიის მე–9 და მე–18 დივიზიების ხელმძღვანელები გათავისუფლებულ ბათუმში145-ე მოტომსროლელი დივიზია (1947-1990) საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარდაიქმნა რუსეთის ფედერაციის მე-12 სამხედრო ბაზად. მისმა ნაწილებმა ქალაქი 2007 წელს დატოვეს;

ბათუმის სასაზღვრო რაზმი (შეიქმნა 20. XII.22.). მას 1950 წლის პირველი მაისიდან  გამოეყო ხიჭაურის სასაზღვრო რაზმი. ის განლაგებული იყო საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის ფოთიდან ხულომდე მონაკვეთში. რაზმმა საქართველო 1997 წლის 1 ივლისს დატოვა;

ბაქოს საჰაერო თავდაცვის ოლქის 25-ე ბრიგადა, მან ბათუმი დატოვა 1992 წელს;

პირველი ქართული მსროლელი დივიზია (1921-1938);

1936 წლის ივლისიდან 47-ე ქართული მოტომსროლელი დივიზია (26. 11. 1942-1945).

მეორე მსოფლიო ომის წლებში ბათუმში იყო შავი ზღვის ფლოტის  ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა  კავკასიასა და ყირიმის ომში საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ.

1992 წლის 10 აგვისტოს ბათუმში შეიქმნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადა _ დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ერთ-ერთი შენაერთი, რომელმაც იარსება 2004 წლის მაისამდე. შემდეგ მისი პირადი შემადგენლობა სხვა ქართულ შენაერთებში გადანაწილდა.

ეს ჩამონათვალი აჩვენებს, რომ ბათუმი იყო საგარნიზონო ქალაქი, აქ ყოველთვის იდგა მისი დამპყრობელი ქვეყნის მსხვილი სამხედრო შენაერთი. დასანანია, რომ 2004 წლის მაისიდან საქართველოს სამხედრო ძალებს ბათუმში აღარ ჰყავს სამხედრო შენაერთი, თუ მხვედველობაში არ მივიღებთ სასაზღვრო რაზმს, სამხედრო პოლიციას (კომენდატურას), შინაგანი ჯარის ბატალიონს…

ახლა, როდესაც საქართველოს სამხედრო ძალების ნატოს სტანდარტებთან დაახლოება მიმდინარეობს, ბათუმში, ამ ტრადიციულ საგარნიზონო ქალაქში, ჩვენს ქვეყანას უნდა ჰყავდეს სამხედრო შენაერთი, რომელიც ჩაიბარებს, ყოფილი საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბედის ანაბარად მიტოვებულ ქონებას. ეს წაადგება ქვეყნის, მისი სამხედრო ძალების გაძლიერებას.

 

ავტორი: იოსებ ხალვაში

ბათუმის გარნიზონის 25-ე ბრიგადის ოფიცერი(1995-2001 წლებში)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s