ბათუმი სეზონური წყალდიდობებისას

გენერალი უილიამ როუზ მანსფილდი (1819_1876) ბრიტანელი სამხედრო მეთაური იყო, რომელიც მსახურობდა  ინდოეთის მთავარსარდლად 1865-1870წწ. 1855 წელს, ყირიმის ომის მიმდინარეობისას, მანსფილდი დაინიშნა კონსტანტინოპოლში ბრიტანეთის ელჩის, ლორდ სტარტფორდ დე რედქლიფის სამხედრო მრჩევლად. როგორც ჩანს, ბრიტანელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ ომს, იჭერდნენ თადარიგს და ომის წინა პერიოდში და მიმდინარეობისას ახდენდნენ შესაძლო  საომარი მოქმედებების ადგილის სრულ და დაწვრილებით შესწავლას. სწორედ ამ მიზნითაა მანსფილდისადმი მიმართული ბრიტანელი მოხელეების წერილები და მოხსენებები.

ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლავთ მაიორი ქეჩქარტი, რომელიც უშუალოდ მანსფილდს უგზავნიდა კორესპონდენციებს. გთავაზობთ მაიორ ქეჩქარტის  ერთ-ერთ მოხსენებას გენერალ მანსფილდისადმი. მოხსენებაში 1857 წლის ბათუმი და მისი შემოგარენია აღწერილი. ჩვენთვის ეს მოხსენება იმითაა საინტერესო, რომ ბათუმის იმდროინდელ ყოფა-ცხოვრებას ეხება:

მაიორი ქეჩგარტი„მაიორი ქეჩქარტი ბრიგადის გენერალ მანსფილდს.

1856 წლის 24 მარტი

მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ 11 თებერვალს დავბრუნდი კონსტანტინეპოლიდან ტრაპინზონში, თქვენი ინსტრუქციის მიხედვით (11თებერვლის N 42) მითითებისამებრ გავემგზავრე ბათუმში, ართვინსა და სხვა წერტილებში, ინფორმაციის შესაგროვებლად, გზებთან და ა.შ. დაკავშირებით. მოგზაურობამ ტრაპინზონში გასტანა 6 დღე. იქ დავყავი 12 დღე,  ხელსაყრელი  ვითარების მოლოდინში, რადგან ჩემს  ჩასვლას დაემთხვა დიდთოვლობა და შიდა მხარეებში გზის გაგრძელება –შესწავლა შეუძლებელი გახდა. ამიტომაც (როგორც გაცნობეთ) ვეწვიე მისი აღმატებულება ომარ ფაშას არმიას და დავბრუნდი ბათუმში 14 მარტს. თოვლი და ნამქერი ჯერაც გრძელდებოდა. იმ წელს უპრეცედენტო ზამთარი იყო; მაგრამ მიმდინარე თვის 15-სა და 16-ში, როგორც კი ძლიერი წვიმები დაიწყო, გადავწყვიტე გამგზავრებულიყავი 17 მარტს. ნაჩქარევად დავტოვე ბათუმი და ვეწვიე ახლომახლო რაიონებს….

მთები ზღვისპირის გაყოლებაზე არის სახიფათო და ძნელადსავალი ბუნებისა და უერთდება ზღვას. დასერილია ხეობებითა და ღრანტეებით, რომლებზეც გვხვდებიან სოფლები. ისინი პარალელურად მიუყვებიან ზღვის ნაპირს, ნავსადგურის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, სადაც ისინი იხრებიან უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ, ტოვებენ ადგილს 9 მილის სიგრძისა და 7 მილის სიგანით, რომელიც ქმნის კახაბრის დაბლობს, ველსა და ჭაობებს, რომლის წინაც პატარა ყურემდე, მდებარეობს სოფელი ბათუმი. ნავსადგური არის ნახევარწრის ფორმის….

…აღმოსავლეთ მხარეს ესაზღვრება ჭაობი, რომელიც დასავლეთისკენ ფართოდაა გადაჭიმული. ნავსადგური არის სრულიად უხიფათო, წყალი ღრმაა ნაპირიდან 10 იარდის სიშორეზე…

…მთებში არის უამრავი ხე-ტყე; წიფელი, კაკალი, უშველებელი ზომის მშვენიერი აკაციის ხეები; ასეთივე ამერიკული აკაციის ხე, მრავლადაა ბათუმის სიახლოვეს, ჭაობებში. ეს ჭაობები, რომელნიც ფორმირებულია ყოველწლიური წყალდიდობებით, სეზონური გამდნარი თოვლით, მდინარე ჭოროხისა და სხვა პატარა ნაკადულებით, არის მთავარი ნაკლოვანება ბათუმის ნავსადგურისა თუ მდებარეობის…

…ბათუმში ციებ-ცხელება იფეთქებს მეტწილად მაისის დასასრულიდან სექტემბრის დასასრულამდე. ამ პერიოდში ვაჭრობა და ხელოსნობა წყდება, ძირითადად ამ დაავადების წყალობით, თუმცა, ასევე, ხშირად საქმიანობას ასუსტებს ჭოროხის ადიდების პერიოდი (ძირითადად შიდა მხარეებთან დაკავშირების მხრივ), როდესაც მდინარე სანაოსნოდ გამოუსადეგარია ან მხოლოდ პატარა ადგილობრივი ნავებისათვის ვარგა….

…მოსახლეობა ციებ-ცხელების პერიოდში მიდის მთიან სოფლებში და ხოფაში, რომელიც არის გაცილებით უსაფრთხო ადგილი. …ქალაქი მოიცავს ბაზარს, 200 მაღაზიამდე, რომლებშიც  ცოტა ევროპული საქონელი, ძირითადად კი ადგილობრივი სურსათი მოიპოვება. ქალაქში ოთხ სახლზე მეტი არაა, რომელიც შეიძლება  ჰოსპიტლად გამოიყენებოდეს. დანარჩენი, ალბათ, ორიათასამდე, არის საოცრად ღარიბული, ადგილობრივთა ხის შენობები. მომარაგება არის არასაკმარისი…

…ბათუმის მოსახლეობა შეადგენს 2000 ადამიანს, შეიარაღებული ძალების გამოკლებით; მოსახლეობა ზაფხულში კლებულობს რამდენიმე ასეულით, ჯანსაღ რეგიონში  ემიგრირებული მცხოვრებლების  ხარჯზე…~

 

ავტორი: ფრიდონ ქარდავა

აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის

განყოფილების მთავარი სპეციალისტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s