ქალაქისთავი მაღალანაზღაურებადი სამსახურის ძიებაში

ავტორი: ფრიდონ ქარდავა

აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

მინდა მკითხველს წარმოვუდგინო ერთი დოკუმენტი, სადაც ძველი ბათუმის ერთი  საინტერესო ამბავია კარგად ასახული და ცნობილი ქალაქისთავის, ივანე ანდრონიკაშვილისათვის ბათუმის საპატიო მოქალაქეობის მინიჭებას ეხება:

“დედანზე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის საკუთარი ხელითაა მინაწერი;

“თანახმა ვარ”

სამეფო სავანე. 1916 წლის 23 ნოემბერი.

ამოწმებს: სენატორი მილიუტინი.

სწორია: მინისტრთა საბჭოს კანცელარიის განყოფილების უფროსი ე.შოლცი.

თავად ანდრონიკაშვილისთვის ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.

ბათუმის საქალაქო სათათბირომ 1916 წლის 25 მარტის სხდომაზე დაადგინა, ეშუამდგომლა ბათუმის ყოფილი ქალაქისთავისთვის, თავად ივანე ანდრონიკაშვილისათვის, დასახელებული ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე, 14 წლის მანძილზე ქალაქისთავის თანამდებობაზე ერთგული და სასარგებლო მოღვაწეობის გათვალისწინებით.

ბათუმის საზოგადოებრივი მმართველობის ეს შუამდგომლობა, კავკასიაში თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მეფისნაცვლის ნებართვით, მისმა თანაშემწემ, სამოქალაქო ნაწილში, გენერალ-ლეიტენანტმა, თავადმა ორლოვმა მთხოვა მე, წარმოვადგინო თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის წინაშე წყალობისათვის.

ხელმოწერა: სენატორი მილიუტინი

სწორია: მინისტრთა საბჭოს კანცელარიის განყოფილების მოადგილე  ბ. ლებედევი.

1916 წლის 21 ნოემბერი.

სწორია: კავკასიაში მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მეფისნაცვლის კანცელარიის საქმეთამწარმოებელი”.

თითქოსდა დიდი არაფერი, რა მოხდა ვითომ, ბედენაა ნიკოლოზის ხელმოწერა რა ასეთი ყურადღების ღირსია, მაგრამ საქმეში ჩახედული მკითხველი მიხვდება, რომ არ იყო ადვილი იმდროინდელი იმპერიის, _ დღევანდელზე ბევრად დიდი რომ იყო, _ ერთ-ერთი პროვინციის ერთ-ერთი ყოფილი ქალაქისთავისთვის იცლიდა იმპერატორი. ბევრი დაწერილა და თქმულა  ანდრონიკაშვილზე და ყველამ იცის, რა ღირსეული კაციც იყო, არც იმპერიისთვის იყო დიდად მისაღები მისი ბათუმური, ეროვნული მოღვაწეობა, მაგრამ ეტყობა, ღირსებას ყოველთვის სცემდნენ პატივს, მონღოლი ნოინებიცა და რუსი იმპერატორებიც. აქვე მინდა მოვიყვანო ანდრონიკაშვილის ის მოხსენება, რითაც მან ბათუმის ქალაქისთავის საპატიო თანამდებობა დატოვა;

`ბათუმის ქალაქისთავი

22 მარტი 1916 წ.

# 14

`მოწყალეო ხელმწიფევ,

ევგენი მიხეილისძევ

ოჯახური მდგომარეობით იძულებული, ჩემდა სამწუხაროდ, მოკლებული ვარ  შესაძლებლობას შემდგომშიც ვატარო ბათუმის ქალაქისთავის მოვალეობა, ამიტომაც უმორჩილესად გთხოვთ, უახლოეს სხდომაზე აცნობოთ ქალაქის სათათბიროს, რომ მე ამ რიცხვიდან ვიხსნი ბათუმის ქალაქისთავის უფლებამოსილებას.

ამასთანავე, ვგეგმავ რა დავტოვო ქ. ბათუმი სათათბიროს რიგით სხდომამდე და მსურს რა პირადად გამოვხატო მოვალეობის დატოვებით გამოწვეული ჩემი გრძნობა, ვიქნები ძალიან მოხარული და  გთხოვდით მოგეწვიათ (არ უარგეყოთ. ფ.ქ ), ამა თვის პარასკევს, 25-ში ან შაბათს-26-ში, ხმოსანთა რიგგარეშე (სახელდახელო ფ.ქ) შეკრება, მოსაწვევზე შეკრების მიზეზის მითითებით.

ქალაქისთავი ანდრონიკაშვილი

1916 წლის 22 მარტი  (ფონდი ი 7, აღწერა 1, საქმე # 639)

ივანე ანდრონიკაშვილი ქალაქის თავად 1920 წლამდე იყო არჩეული, მაგრამ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო იძულებული გახდა ხოშტარიასთან გადასულიყო სამუშაოდ თბილისში. დამეთანხმებით, დღეს, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენს, რომ ქალაქისთავის თანამდებობა ვინმემ `უფულობის“ გამო დატოვოს და კარგი, ხელფასიანი სამსახურის ძებნა დაიწყოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s