პროექტის შესახებ

ბათუმის ისტორია მრავალსაუკუნოვანია,  პირველი ქალაქური ტიპის დასახლების ისტორია თანამედროვე ბათუმის ადგილას მე-19 საუკუნიდან იწყება, როცა ბათუმი მებადურების პატარა სოფლიდან თანდათან ქალაქად იქცა.

ამ ტრანსფორმაციის ისტორია მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის უცნობია, ისევე როგორც  ბათუმში დაცული ძეგლების ნუსხაში შესული უამრავი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების შესახებ.

ამიტომაც ხშირად, ადამიანები, რომელთა საკუთრებასაც წარმოადგენს ესა თუ ის ძეგლი არ იციან მისი მნიშვნელობის შესახებ და არაინფორმირებულობის გამო არ იცავენ ძეგლის სარგებლობის წესებს.

ამას თავისი მიზეზები აქვს – ისტორიული და დოკუმენტური მასალა ბათუმში მდებარე ისტორიული შენობების შესახებ მოსახლეობისთვის რთულად ხელმისაწვდომია.  ამ ძეგლების შესახებ გამოცემული ლიტერატურა არ არსებობს, ან სამეცნიერო ნაშრომს წარმოადგენს და ამ სფეროში არაინფორმირებული ადამიანისთვის რთული გასაგებია.

არაინფორმირებული მოსახლეობა ხშირად ძალიან სასტიკია ქალაქის კულტურული ძეგლების მიმართ – არ უვლის მას, ან საყოფაცხოვრებო მიზნებიდან გამომდინარე, უდიერად ექცევა.

პროექტის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებაა  ბათუმის ისტორიის, ქალაქის არქიტექტურული ძეგლებისა და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქმნიდნენ ბათუმის ისტორიას.

ერთი წლის განმავლობაში “გაზეთ ბათუმელებში” წაიკითხავთ სტატიებს ბათუმის ისტორიისა და არქიტექტურის შესახებ. ეს მასალები სხვა დოკუმენტებთან ერთად ამ ბლოგზეც გამოქვეყნდება.

პროექტის ფარგლებში  საქართველოში პირველად იბეჭდება მასალები დიდი ბრიტანეთის არქივებიდან, სადაც საუბარია მე-19 საუკუნის ბათუმზე და ფაქტებზე, რომელიც ნაკლებად ცნობილია ისტორიკოსებისათვისაც კი.

 

 

One response to “პროექტის შესახებ

  1. me dzaan mchirdeboda es informacia madloba

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s