Category Archives: ქართული პრესა

ბათუმის ნავსადგურიდან ოსმალეთისკენ – მუჰაჯირობის ისტორია პრესაში

`თვის დამლევს ოსმალოს გემმა კიდევ გამოასახლა ბათომის მაზრის 400 სულამდის სხვადასხვა ოკრუგებიდან. როდესაც ეს საბრალო მუხაჯირები, დატიტყნილები, დასველებულები თოვლში, ჯდებოდნენ გემზედ, მაყურებელს ქვის გულიც რომ ქონოდა, აღძრავდა მასში სიბრალულს მათდამი. ეხლაც ჯამეები ავსებულია მუხაჯირებით, მომლოდინე თათრის გემის მოსვლით…~ (გაზეთი `დროება”, 1880 წ.)

Continue reading

„ქართველი ვარ… ჩემს რჯულთან რა ხელი გაქვთ…“

მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ოსმალეთის მხრიდან რეპრესიები აჭარის მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებით გამწვავდა, რასაც ადგილობრივი ქართველები აჯანყებით პასუხობდნენ.

Continue reading

ოცნება ბათუმზე – 1878 წლის ბერლინის კონგრესი და მისი შედეგები

ბერლინის კონგრესი. 1978. მხატვარი: ანტონ ვან ვერნერი

მე-19 საუკუნის 70-იანი წლები იდგა. საერთაშორისო ურთიერთობები ევროპასა და აზიაში სულ უფრო მწვავდებოდა. ნათელი იყო, რომ დავა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის ომის გარეშე ვერ ჩაივლიდა. ოსმალეთის ზურგს უკან ინგლისი იდგა, რომელსაც თავის მხრივ ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთი უჭერდნენ მხარს, რუსეთის იმპერიის მხარდამჭერებად კი გერმანია და იტალია მოიაზრებოდნენ.

Continue reading